08 ივლ - 07 აგვ
სტანდარტი
არქიტექტურისა და საინჟინრო მიმართულების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 558 60 50 15

სს "ინოსისტემსი საპროექტო საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტი“ (საქმიანობა: სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტების კომპლექსური პროექტირება, მშენებლობა, გამართვა-გაშვება, არსებული ობიექტების მოდერნიზაცია) აცხადებს ვაკანსიას არქიტექტურისა და საინჟინრო მიმართულების სპეციალისტის (ელექტრომომარაგება, სუსტი დენები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია) პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის განათლება (არქიტექტორის ან საინჟინრო (ნებისმიერი მიმართულება) ქსელების სპეციალისტის კვალიფიკაციით);
  • სასურველია არქიტექტურულ და საინჟინრო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Archicad, Autocad;
  • სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Revit, Lumion, Photoshop, Illustrator, SketchUp;
  • სასურველია უცხო ენების (ინგლისური, ან რუსული) ფლობა.
  • ჩვენი კომპანიის მიერ ხორციელდება დამწყები არქიტექტორების და საინჟინრო პროექტირების სპეციალისტების დასაქმების ხელშეწყობა.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო პროექტების ნახაზების შექმნა.
  • შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება.

აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ეფექტური დროის მენეჯმენტი და ორგანიზების კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი.

ხელფასი შეთანხმებით. შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით ხელფასის ზრდის პერსპექტივით.
თუ მიგაჩნიათ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@innosystems.ge და აუცილებლად მიუთითეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, იხილოთ ჩვენი საიტი (www.innosystems.ge), რომ წარმოდგენა შეგექმნათ ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე.
ტელეფონის ნომერი:+995 558 60 50 15; (032) 2 371 007

სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ვენტილაცია/გათბობა/კონდიცირება (HVAC)
ნახვები 185
უნიკალური ნახვები 168