04 ივლ - 02 აგვ
სტანდარტი
სუ-შეფი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
SENATE აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სუ-შეფი
სამუშაო განრიგი - კვირაში 5 დღე, (12 საათიანი ცვლა)
სამუშაო ადგილი - ბათუმი / რესტორანი სენატი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პასუხისმგებელია ყველა სახის კვების დაგეგმვის, მომზადებისა სერვისის ხარისხზე მასზე დაქვემდებარებულ აუთლეტში მაღალი სტანდარდების დაცვის შესაბამისად.
  • სამზარეულოს ხარჯისა და მომგებიანობის კონტროლი
  • დახმარება გაუწიოს მთავარ შეფ-მზარეულს თანამშრომლების აყვანაში, დატრენინგებაში, ზედამხედველობაში, სამუშაო ცხრილებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაში, კერძების მომზადებასა და წარდგენაში წინასწარ დადგენილი სტანდარტების დაცვით, ხარჯების კონტროლით, დატვირთულობის განსაზღვრით.
  • ყურადღებით მოსმენა სტუმრის შეფასებების და დაქვემდებარებული გუნდის თანამშრომლებთან შენიშვნების განხილვა. შეფასებებისა და შენიშვნების გაანალიზება, როგორც სტუმრების ასევე გუნდის წევრების, და გაუმჯობესების გზების პოვნა და მათი ადაპტირება სამუშაო პროცესში. გუნდის წევრებთან შეხვედრა და განხილვა, როგორც პრობლემების, ასევე გუნდის მოტივირებაზე ზრუნვა.
  • გუნდის წევრების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, პროდუქციის ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესების გზების მოძიება.
  • ახალ მენიუზე და ცალკეულ პოზიციურ ცვლილებებზე მუშაობა მენიუში განახლებული ტრენდების მიხედვით მთავარ შეფ-მზარეულთან ერთად.
  • ყოველდღიური შემოწმება პროდუქციის ხარისხის, სამზარეულის სისუფთავისა და დანადგარების გამართულობის. სამუშაო პროცესში უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა.
  • სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა მუდმივი განვითარების მიზნით მთავარი შეფ-მზარეულის ერთად.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სრული სერვისის მქონე რესტორანში ან სასტუმროში.
  • ქართული, ევროპული და აზიური სამზარეულოს ტექნოლოგიების ცოდნა.
  • კარგად გარკვეული მომზადების წესებში, მეთოდებში, ინგრედიენტებში, ტექნიკასა და მისი გამოყენების წესებში.

დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე – CV ელ-ფოსტაზე
feridegagalova@gmail.com მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
შეფ-მზარეული
ნახვები 159
უნიკალური ნახვები 154