03 ივლ - 02 აგვ
სტანდარტი
უმცროსი გაყიდვების აგენტი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 595436009
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!
ტურინვესტ ჯგუფი ეძებს გუნდის ახალ წევრს უმცროსი გაყიდვების აგენტის პოზიციაზე

კომპანია 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით ორას მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, მათ შორის საბაგირო გზა ,,არგო“, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ ჯგუფისპროექტების ფარგლებში დასაქმებულია დაახლოებით 700-მდე ადამიანი.

არსებობის პერიოდში კომპანიას განხორციელებული აქვს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი არა ერთი პროექტი, მათ შორისაა სასტურმო ჰილტონ ბათუმი და ბელვიუ რეზიდენს ბათუმი.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • კლიენტებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე პასუხისმგებელი პირის სწორი და დროული ინფორმირება;
  • გასაყიდი ბინების, ასევე არსებული მომსახურებების, სერვისებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მუდმივად ფლობა და დაინტერესებული მომხმარებლის ინფორმირება;
  • მომსახურების პროცესში შექმნილი პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

აუცილებელი უნარები:
  • აქტიურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინიციატივიანობა;
  • ენერგიულობა;
  • პრეზენტებალურობა;
  • კომპეტენტურობა
  • გამართული მეტყველება.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.№40
  • სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_9npcp/ან დაგვიკავშირდით +995 595436009.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების აგენტი
ნახვები 173
უნიკალური ნახვები 165