კონსულტანტი

თარიღები: 26 სექ - 25 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 600
ელ. ფოსტა: vacancy@motorstar.ge
გაყიდვები:  ავტომობილი, ავტონაწილები გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების კონსულტანტი

ამბოლი“ დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge   www.facebook.com/amboli.ge

 

კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის  პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
  • პროდუქციის გაყიდვა;
  • მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
  • სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციის გაწევა;
  • მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის.
     

 

აუცილებელი უნარები: 
 

  • ენერგიულობა  და  კომუნიკაბელურობა;
  • უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
  • მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
  • აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა;
  • კეთილგანწყობა კლიენტისა და მისი პრობლემის მიმართ;
  • სიახლეების ადვილად ათვისება;
  • ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღება;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობა;
  • გაწონასწორებულობა.

 

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
  • 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება (I თვე - 200 ლარი,  II თვე - 400 ლარი, III თვე - 600 ლარი). სტაჟირების დასრულების შემდეგ (IV თვიდან) ანაზღაურება -  600 ლარი + ბონუსი; 1 წლის სტაჟის შესრულების შემდეგ - 700 ლარი + ბონუსი; 2 წლის სტაჟის შესრულების შემდეგ 800 ლარი + ბონუსი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი, 2018.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@motorstar.ge  და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს.