02 ივლ - 01 აგვ
ვიპ
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი, საბურთალო, სააკაძის დაღმართი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მულტიპროფილური კლინიკა "კანი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ.თბილისი. სააკაძის დაღმართი N11
სამუშაო განრიგი: ორი დღე მუშაობა - ორი დღე დასვენება (09:00სთ-21:00სთ)


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამედიცინო განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

უნარები/პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

შერჩევის ეტაპები:
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება;

გახდი კლინიკა კანის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kani.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სამედიცინო ქოლ-ცენტრის მენეჯერი“.

შპს კანში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს კანის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 551
უნიკალური ნახვები 537