02 ივლ - 01 აგვ
სტანდარტი
სტიუარდი/ჭურჭლის მრეცხავი
თბილისი, დიდუბე
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
"თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე აცხადებს ვაკანსიას სტიუარდი/მრეცხავი პოზიციაზე

მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, "თიბისი კონცეპტმა" ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხავავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. სივრცე "თიბისის" განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია, რომელშიც გაერთიანებულია, საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცე, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.

სამუშაოს მიზანი: ამ პოზიციის ფარგლებში მრეცხავმა უნდა შეასრულოს დღიური პროცედურები სერვისის სტანდარტების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამზარეულოს ტერიტორიის მომზადება სამუშაოს დაწყებამდე;
  • ჭურჭლის გარეცხვა და დახარისხება;
  • დღის განმავლობაში სივრცის პერიოდულად დასუფთავება;
  • გენერალური დასუფთავება პერიოდულად.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი.

გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (8+1 საათი)

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას
  • კვებას
  • ფიტპასს
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე vacancy@tbcconcept.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

გაცნობებთ, რომ შპს "მარჯანიშვილი 7 " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
შპს "მარჯანიშვილი 7" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ჭურჭლის მრეცხავი
ნახვები 125
უნიკალური ნახვები 119