ტრენინგი საბაჟოსთან ურთიერთობა/სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსება ASYCUDA World-ში

თარიღები: 26 სექ - 25 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: info@gceducentre.com
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი" აცხადებს ტრენინგს საბაჟოსთან ურთიერთობა, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსება ASYCUDA World-ში.

 

კურსის მიზნებია:

  • გაზარდოს კომპანიების ლოჯისტიკის თანამშრომელთა ეფექტურობა;
  • აამაღლოს მონაწილეთა კვალიფიკაცია საბაჟო საკითხების ცოდნის თვალსაზრისით, გაუადვილოს კომპანიების საბაჟო წარმომადგენლებს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება.
  • მონაწილეებს გააცნოს საბაჟო დეპარტამენტში დანერგილი სიახლეები და ინფორმაციის მოპოვების წყაროები, მსმენელებს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელსაც გამოიყენებენ პრაქტიკაში.


კურსს ატარებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების (საბაჟო აუდიტის) სამმართველოს მთავარი აუდიტორი - ავთანდილ ზივზივაძე.

მიზნობრივი აუდიტორია:

პროგრამის ჩატარება დაგეგმილია კომპანიათა საბაჟო წარმომადგენლებისათვის, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების მსურველთათვის, ბუღალტრებისათვის, საბაჟო სისტემაში სიახლეების გაცნობის მსურველთათვის და ზოგადად ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც შეხება აქვს საბაჟო პროცედურებთან ან გეგმავს ამ სფეროში მოღვაწეობას.

"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრს" გააჩნია პროგრამა ASYCUDA World (eCustoms)-ის ტესტ-სერვერზე წვდომის ოფიციალური უფლება.



პროგრამა მოიცავს:

  • დღე 1: შესავალი ლექცია, საბაჟო საქმიანობის საკანონმდებლო საფუძვლები და მათი ზოგადი მიმოხილვა;
  • დღე 2: საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ) და პრაქტიკული ნაწილი საქონლის სეს ესნ (HS, ТН ВЭД) კოდების მოძებნაში;
  • დღე 3: წარმოშობის სერტიფიკატები და მათი გამოყენების პრინციპები. არაპრეფერენციული სერტიფიკატი, ფორმა "A";
  • დღე 4: წარმოშობის სერტიფიკატები და მათი გამოყენების პრინციპები. EUR.1, CT-1, ჩინურ-ქართული პრეფერენციული სერტიფიკატი; 
  • დღე 5: საქონლის მიწოდების პირობები INCOTERMS 2010; 
  • დღე 6: საბაჟო ღირებულება და მისი განსაზღვრის მეთოდები, საბაჟო ღირებულების ელემენტები; 
  • დღე 7: იმპორტის გადასახდელები (იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ), შემოსავლების სამსახურის მომსახურების ტარიფები;
  • დღე 8: სასაქონლო (საბაჟო) ოპერაციები (რეჟიმები), საქონლის წინასწარი დეკლარირება და მისი უპირატესობები;
  • დღე 9: საბაჟო სამართალდარღვევები და საბაჟოსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სამართალდარღვევები;
  • დღე 10: საბაჟო დეკლარაციების ფორმები, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები და მათი მიმოხილვა, საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი, საქონლის გაფორმების ადგილები, აღრიცხვის მოწმობა, დროებითი შენახვის განაცხადი;
  • დღე 11: საბაჟოსთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფიტო-ვეტ რეგულაციები, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლი, სავალუტო კონტროლი, მედიკამენტების გაფორმება; საბაჟო კონტროლის ფორმები საქონლის გაშვებამდე და გაშვების შემდეგ;
  • დღე 12: სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის (სსდ) შევსების ელექტრონული მოდული ASYCUDA World (eCustoms), სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ველების შევსების წესები, ახალი დეკლარაციის შექმნა, სსდ-ს სერვერზე შენახვა, რეგისტრაცია, ფერში ჩაყენება (რისკის დერეფნის განსაზღვრა - მწვანე, ყვითელი, ლურჯი, წითელი), სსდ-ს შეფასება (A ნომრის მინიჭება); სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვებამდე და გაშვების შემდეგ;
  • დღე 13: სსდ-ს შევსება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისას (ერთკოდიანი);
  • დღე 14: სსდ-ს შევსება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისას (მრავალკოდიანი);
  • დღე 15: სსდ-ს შევსება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისას (მრავალკოდიანი, საბაჟო ღირებულების ელემენტების გადანაწილების სპეციფიკით);
  • დღე 16: სსდ-ს შევსება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისას;
  • დღე 17: ტესტი.


ლიტერატურა:

საჭირო პრეზენტაციები, კოდიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები, მთავრობის დადგენილებები და ა.შ. ყოველ მონაწილეს მიეწოდება ელ.ფოსტის მეშვეობით. 

  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 კვირა (32 სრული საათი)
  • ტრენინგები ტარდება კვირაში 2-ჯერ 
  • ლექციის ხანგრძლივობა: 2-3 საათი 
  • ტრენინგის ღირებულება: 285 ლარი.
  • კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი


დაგვიკავშირდით:

მის.: წერეთლის გამზ. 49-51 (მეტრო "წერეთელთან"), მეორე სართული.
ტელ.: +995 551 17 16 90, +995 551 00 30 77, 2 18 38 06
ელ-ფოსტა: info@gceducentre.com
ვებ-გვერდი: http://www.gceducentre.com

ან შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://gceducentre.com/index.php?act=send_mail

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

Rossoft Training Centre


18 სექ - 17 ოქტ

1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

Rossoft Training Centre


17 ოქტ - 15 ნოემ

CISCO-ს სერტიფიცირებული პედაგოგი

VIP Intellect Group


20 სექ - 19 ოქტ

CMA-საერთაშორისო სერთიფიკატი ფინანსური მენეჯერებისთვის

International Leading Professionals


18 სექ - 17 ოქტ

IT და ვებ ტექნოლოგიები, ინჟინერია, ქსელი, ვებ პროგრამირება

ინტელექტ ცენტრი


28 სექ - 27 ოქტ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


21 სექ - 20 ოქტ

IT ინჟინერია/სისტემისა და ქსელის ადმინისტრირების შემსწავლელი სასერთიფიკატო კურსი

ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC


26 სექ - 25 ოქტ