შესყიდვების მენეჯერი

თარიღები: 25 სექ - 24 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@martsteel.ge
შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი) შესყიდვების მენეჯერი

კომპანია „ფოლადის სახლი”,  ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი დისტრიბუტორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე.

ფოლადის სახლი” 2014 წლიდან აწარმოებს ლითონის ექსპორტს რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კლიენტების კმაყოფილება, საერთაშორისო პარტნიორების ნდობა,  ახალი პარტნიორების მოძიება და სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება.

 

შესყიდვების მენეჯერის  ძირითადი მოვალეობაა:

  • გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა.
  • შესყიდვების და გაყიდვების დეპარტამენტის ურთიერთობის სისტემის შექმნა და ადაპტაცია
  • ბაზრის ანალიზის საფუძველზე მარაგების დაგეგმვა, მართვა და კონტროლი.
  • კომპანიისთვის არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და პოტენციური მომწოდებლების მოძიება.
  • მომწოდებლებთან ფასების თაობაზე მოლაპარაკების წარმოება არსებული ფასების კონტროლის საფუძველზე.
  • შეკვეთების გაფორმება
  • გადარიცხვების კონტროლი
  • ტვირთის მიღების და დასაწყობების კონტროლი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • შესყიდვების მენეჯერად ან დირექტორად მუშობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • გუნდის მართვის გამოცდილება
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა
  • MS Office პროგრამების ცოდნა

 

პიროვნული უნარები:

  • კარგი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი
  • გამართული მეტყველების უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვის და წარმოების უნარი
  • პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

 

სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი-სამგორის  რაიონი, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ  05/053

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
 

დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება
  • ტრანსპორტირება

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@martsteel.ge;

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
დისტრიბუტორ-პრისეილერი / შესყიდვების მენეჯერი

TID FOODS


24 სექ - 23 ოქტ

კაფეს შესყიდვების სპეციალისტი

ბიბლუსი


19 ოქტ - 17 ნოემ

საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი თბილისსა და ბათუმში

EUROMEDICAL


03 ოქტ - 31 ოქტ

შესყიდვების  მენეჯერი

პრინტარეა


12 ოქტ - 10 ნოემ

შესყიდვების მენეჯერი

ასკანელი ძმები


11 ოქტ - 09 ნოემ

შესყიდვების მენეჯერი

ციტადელი


04 ოქტ - 20 ოქტ

შესყიდვების მენეჯერი

ედესი ჯგუფი


01 ოქტ - 30 ოქტ