11 ივნ - 11 ივლ
სტანდარტი
პერსონალური ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599 77 50 00
"ხელი ხელს" აცხადებს ვაკანსიას, თბილისში განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე პირების პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე.

მოთხოვნები აპლიკანტის მიმართ:
  • საშუალო ან უმაღლესი განათლება
  • სასურველია შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ტრენინგები ან კვალიფიკაციები ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამედიცინო, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში;
  • ამ ეტაპზე, უპირატესობა ენიჭება მამრობითი სქესის წარმომადგენლებს

სამუშაოს აღწერა და პასუხისმგებლობა:
  • შშმ პირების ასისტირება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, მათი საზოგადოებაში ინკლუზიის ხელშეწყობა, ღირსეული მოპყრობა და უფლებების დაცვა;
  • დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო ფუნქციური და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა;

ფუნქცია/მოვალეობები:
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისდამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გაუმჯობესებაში დახმარება;
  • თვითმოვლისა და ყოფითი ხასიათის სხვადასხვა უნარების განვითარებასა და შესრულებაში მხარდაჭერა, მათ შორის:
  • ბენეფიციარის მოვლას, დახმარებას და სწავლებას სკვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;
  • სოციალური ინკლუზიაში ხელშეწყობა;
  • განათლება-განვითარების ხელშეწყობა;
  • ჯანმრთელობა,უსაფრთხოება, უფლებების დაცვაში მხარდაჭერა;
  • სერვისის მიწოდების ანგარიშგება;
  • ორგანიზაცია იზრუნებს
  • თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე (ტრენინგები და სუპერვიზია)
  • პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაზე სამუშაო ადგილზე მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე

ანაზღაურება:
  • გამოსაცდელი პერიოდი (1 თვე) - საათში 6 ლარი
  • სტანდარტული ანაზღაურება კვირის დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) საათში 8 ლარი (ხელზე ასაღები)
  • შაბათ-კვირას 10 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 599 77 50 00 ; +995 551 35 05 04
ან გამოაგზავნეთ რეზიუმე : Handinhandg@gmail.com

ადმინისტრაცია
პირადი ასისტენტი
ნახვები 61
უნიკალური ნახვები 58