11 ივნ - 11 ივლ
სტანდარტი
მონიტორინგის თანამშრომელი
გორის მუნიციპალიტეტი, გორი
  • სრული განაკვეთი
  • 1573
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მონიტორინგის თანამშრომელი
პოზიციის დასახელება- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - მონიტორინგის თანამშრომელი

თანამდებობრივი სარგო: 1573 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი, გორი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მონიტორინგის კვარტლური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება დასაქმების პროგრამების და სერვისების მიმართულებით, ლოკაციებისა და გასვლების ოდენობის, თარიღების განსაზღვრა შესაბამის ხელმძღვანელ და პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით.
  • მონიტორინგის გეგმის საფუძველზე დასაქმების პროგრამებისა და სერვისების განხორციელების/მიმდინარეობის მონიტორინგი როგორც სატელეფონო, ასევე ადგილზე ვიზიტის სახით.
  • შერჩევითი ვიზიტების განსაზღვრა იმგვარად, რომ შეასრულოს კვარტალური გეგმა.
  • მონიტორინგის ჩატარების შემდგომ აწარმოოს დადგენილი ფორმის შესაბამისად მონიტორინგის ოქმი;
  • უზრუნველყოფს უფლებამოსილების ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემული სხვა დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.

პასუხისმგებლობები:
  • კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა კომპლექსური გადაწყვეტილების განხილვებში მონაწილეობა, შუალედური გადაწყვეტილებების მიღება;
  • სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვების მომზადებას;
  • პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებაზე.
  • პასუხისმგებელია დასაქმების პროგრამებისა და სერვისების მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის წინაშე.
მოთხოვნები:
  • მინიმალური განათლება- ბაკალავრი
  • სამუშაო გამოცდილება- 1 წელი

საკონკურსო თემატიკა:
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
  • საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ.
  • „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილება

დამატებითი მოთხოვნები
  • სასურველია უმაღლესი განათლება, სტატისტიკის ან ეკონომიკის, იურიდიულის, ბიზნეს ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სასურველია გამოცდილება მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების კუთხით ან პროცესების მონიტორინგის მიმართულებით.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Sesa_administration@moh.gov.ge გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საჯარო სამსახური
საჯარო სამსახური (ზოგადი)
ნახვები 298
უნიკალური ნახვები 276
მსგავსი განცხადებები
ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი
კასპი, ხაშური, გორი
ბაღდათი, ქუთაისი, საჩხერე
დმანისი, გარდაბანი, მარნეული