11 ივნ - 10 ივლ
სტანდარტი
კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ბაღდათი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, წყალტუბო
საჩხერის მუნიციპალიტეტი, საჩხერე
  • სრული განაკვეთი
  • 1089
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი (ბაღდათი, წყალტუბო, საჩხერე, ზესტაფონი)
ორგანიზაცია: სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო

პოზიციის დასახელება - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი (ბაღდათი, წყალტუბო, საჩხერე, ზესტაფონი)
ორგანიზაცია: სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
თანამდებობრივი სარგო: 1089 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 4
სამსახურის ადგილმდებარეობა: (ბაღდათი, წყალტუბო, საჩხერე, ზესტაფონი)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:
  • ინფორმაციის მოპოვება მომხმარებლის პროფესიული ცოდნის, უნარებისა და სამუშაო გამოცდილების, პიროვნული მახასიათებლების, ზოგადი და სოციალური უნარების, ასევე კარიერული გეგმების შესახებ;
  • მომხმარებლის პროფილის შექმნა სასურველი პროფესიული განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
  • კარიერული გეგმის განხორციელების გზებისა და საშუალებების იდენტიფიცირება და დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა, პროცესის მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება;
  • მოქალაქის მიღება, შესაბამისი კონსულტაციის გაწევა, დასაქმების პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაცია შესაბამისი მიმართულებით და შემდგომი მომსახურების გაწევა.
  • საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ან დასაქმების პროგრამებისა და სერვისების მიმართულების შესახებ სამუშაოს მაძიებლების ინფორმირება სატელეფონო კომუნიკაციის გზით.
  • ყოველდღიური და ყოველკვირეული სტატისტიკის წარმოება გაწეული მომსახურების შესახებ და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის გადაგზავნა.
  • საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
  • საჭიროებისამებრ, სააგენტოს ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება.
  • უზრუნველყოფს უფლებამოსილების ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემული სხვა დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.

საკონკურსო თემატიკა
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
  • საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ.
  • „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილება

პასუხისმგებლობები:
  • კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა კომპლექსური გადაწყვეტილების განხილვებში მონაწილეობა, შუალედური გადაწყვეტილებების მიღება;
  • სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
  • პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებაზე.
  • პასუხისმგებელია დასაქმების პროგრამებისა და სერვისების მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის წინაშე.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია 1 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სამუშაო პროცესების ორგანიზებული, ჯეროვანი და დროული შესრულების უნარი.
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
  • კლიენტთა მომსახურებისა და ინდივიდუალური კონუსლტირების ძირითადი პრინციპების ცოდნა.
  • საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
  • ანალიტიკური აზროვნება.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Sesa_administration@moh.gov.ge გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (ადგილმდებარეობის მითითებით), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საჯარო სამსახური
საჯარო სამსახური (ზოგადი)
ნახვები 458
უნიკალური ნახვები 392
მსგავსი განცხადებები
ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი
კასპი, ხაშური, გორი
ბაღდათი, ქუთაისი, საჩხერე
დმანისი, გარდაბანი, მარნეული