10 ივნ - 10 ივლ
სტანდარტი
უფროსი ბუღალტერი
თბილისი, მთაწმინდა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს რესტოსოფტი აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი;
  • განათლება - ბაკალავრი;
  • საბუღალტრო პროგრამის ბალანსის ცოდნა;
  • ექსელის ცოდნა - საშუალო დონეზე;
  • აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა.

სამუშაოს აღწერილობა:
  • მოწესრიგებული, სწორი და დროული ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • ბრუნვითი უწყისის გავლა,შესაძლო ხარვეზის ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
  • ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა;
  • დამხმარე ბუღალტრის მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორის კონტროლი;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, გაგზავნა / მომხმარებლების ინფორმირება საგადასახადო ვალდებულებების შესახებ;
  • თვის დახურვა და ინფორმაციის მომზადება ანგარიშგებისთვის;
  • რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან და მომხმარებლებთან;
  • კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მომხმარებელთან საკომუნიკაციო ინსტრუქციების დაცვა;
  • მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება (თანამდებობის შესაბამისად).

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: contact@restosoft.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი
ნახვები 227
უნიკალური ნახვები 219