10 ივნ - 07 ივლ
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "GeoPaper", წარმოადგენს პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც 2005 წლიდან უზრუნველყოფს ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტს.

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ენუქიძის #7 (აფრიკის დასახლება, ისთ-ფოინთთან)
ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი+ ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.

ფუნქცია მოვალეობები:
  • ახალი დამკვეთის მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;
  • პოტენციური დამკვეთისთვის პროდუქტის შეთავაზება;
  • ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით, კვლევის რეპორტინგი;
  • არსებულ დამკვეთებთან მუდმივი კომუნიკაცია და სრულყოფილი სერვისების შეთავაზება/გაწევა;
  • როგორც არსებულ ისე ახალ დამკვეთებთან სისტემატური შეხვედრები;
  • კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კოორდინაცია;
  • გარკვეულ პერიოდში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: vacancy@geopaper.ge. გთხოვთ Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენენჯერი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (cv/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს ჯეპის მიერ, ( ს/ნ 202281823; იურ.მის: ა.ენუქიძის N7) მათ შორის, უფლებამოსილი პირის ( შპს ჯეპ, ს/ნ:202281823; მის:ა.ენუქიძის N7 თბილისი, საქართველო) მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის.თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის ( CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@geopaper.ge; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/ სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 68
უნიკალური ნახვები 65