06 ივნ - 06 ივლ
სტანდარტი
მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, სააკაძის დაღმართი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მულტიპროფილური კლინიკა “კანი”-თან არსებული თმის გადანერგვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სააკაძის დაღმართი N11
გრაფიკი: სრული

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • პაციენტებისთვის ამომწურავი და სრული ინფორმაციის მიწოდება ცენტრში არსებულ თმის გადანერგვის სერვისებთან დაკავშირებით;
  • სატელეფონო ზარებზე და სოციალური მედიის პლატფორმებზე შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი;
  • გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა და ცენტრის განვითარებაზე ზრუნვა;
  • რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • გაყიდვების სფეროში გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დისციპლინირებულობა;

შერჩეული კანდიდატი კლინიკა კანის თმის გადანერგვის ცენტრში გაივლის გადამზადების კურსს, სადაც სრულად შეისწავლის ცენტრში არსებულ თმის გადანერგვის სერვისებს.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kani.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "თმის გადანერგვის ცენტრის მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.
გისურვებთ წარმატებას!
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 340
უნიკალური ნახვები 324