06 ივნ - 06 ივლ
სტანდარტი
მთავარი მეცნიერ - თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1391
  • დოქტორი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 591 30 36 97
სსიპ ინსტიტუტი ოპტიკა ცხადდება ვაკანსია მთავარ მეცნიერ-თანამშრომელის პოზიციაზე
განცხადებების მიღება: 7 ივნისიდან - 7 ივლისის ჩათვლით
კონკურსის ჩატარების თარიღი: 8 – 9 ივლისი
დასაკავებელი თანამდებობის დასახელება: მთავარი მეცნიერ - თანამშრომელი, ოპტიკური კვლევების განყოფილება
მეცნიერების დარგი:ელექტრომაგნიტური ტალღები
კვლევების თემატიკა:ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელება ატმოსფეროსა და ოპტიკურ სისტემებში

ამოცანები და კრიტერიუმები:
ამოცანები:
  • ატმოსფეროში ელექტრომაგნიტური ტალღების დავრცელების და დეტექტირების თეორიული და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტა ატმოსფეროში მოძრავი ობიექტების აღმოჩენის და იდენტიფიცირების მიზნით; სხვადასხვა ოპტიკურ სისტემებში სინათლის სხივის გავრცელების ოპტიმიზაცია და ოპტიკური სისტემების შესაბამისი პროექტირება.

შეფასების კრიტერიუმები:
  • პუბლიკაციების (სამეცნიერო სტატიები, ანგარიშები, კონფერენციის მასალები, გამოგონებები, წიგნები) რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში - არანაკლებ 5 ცალი;
  • ოპტიკის დარგში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 6 წელი;
  • თემატური ლიტერატურის თავისუფალი კითხვა უცხო ენაზე;
  • კომპიუტერი - საოფისე, ოპტიკური სისტემების გათვლის, გრაფიკის დამუშავების პროგრამები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) სამეცნიერო ხარისხი ფიზიკის ან/და ტექნიკის დარგში;
  • პრეტენდენტი უნდა იყოს სამეცნიერო შრომების და/ან პატენტების (თანა)ავტორი, აგრეთვე სასურველია მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული პრაქტიკულად განხორციელებულ მსხვილ სამეცნიერო პროექტებში ოპტიკის და/ან ელექტრომაგნიტური ტალღების ფიზიკის მიმართულებით;
  • პრედენდენტს უნდა ჰქონდეს ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილება (ლაბორატორიის უფროსი, განყოფილების უფროსი)
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ხედვები ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევების განვითარების შესახებ.

პირობები:
  • ხელფასი: 1, 391.50 ლარი თვეში;
  • შრომითი ხელშეკრულება: ვადიანი ( 5 წელი );
  • კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში საჭიროა აპლიკანტის დოკუმენტაციის გადაგზავნა, სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციასთან დასაშვებად;
  • სამუშაო განრიგი: სამუშაო საათები განისაზღვრება სრული განაკვეთის შესაბამისად - 40 - საათიანი სამუშაო კვირა.

კონკურსის ჩატარების წესი:
  • კონკურსი ტარდება ორ ტურად - პირველი ტური განცხადებების განხილვა, ის პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს, მიწვეული იქნებიან მეორე ტურზე - გასაუბრებაზე. კონკურსის შედეგები ეცნობებათ აპლიკანტებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით

კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტაციის სია:
  • სრული CV, განათლების, დაწვრილებითისამუშაოგამოცდილების, უნარების, პუბლიკაციების სიის, საკონტაქტო ელ.ფოსტის და ტელეფონის მითითებით;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  • ხედვები ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევების შესახებ
  • განცხადება (დანართი 1-ის მიხედვით)

საკონტაქტო პირი, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
სახელი, გვარი: ირაკლი კორძახია
ტელ.: +995 591 30 36 97 ელ. ფოსტა: leplinstitute@gmail.com
მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის № 1
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები 112
უნიკალური ნახვები 110