04 ივნ - 04 ივლ
სტანდარტი
მთავარი ბუღალტერი
თბილისი
სამშენებლო კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • 4375
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო კომპანია აცხადებს მთავარი ბუღალტრის ვაკანსიას.

პოზიციის დასახელება:მთავარი ბუღალტერი
ორგანიზაცია:სამშენებლო კომპანია
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი:სრული განაკვეთი
ანაზღაურება:4375(დარიცხული)

მოვალეობები:
  • საკანონმდებლო მოთხოვნების და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება და პრაქტიკაში განხორციელება;
  • შესაბამისი საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის წარმოება, დროში ოპტიმალურად დაგეგმვა და მართვა, საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება (ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები);
  • საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • საბუღალტრო რეპორტების მომზადება, კომპანიის მიერ ნაკისრი ნებისმიერი ფინანსური ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებით ყველა საბუთის შემოწმება, ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით გავლა და დადასტურება, აღრიცხვა და ანგარიშსწორება სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად;
  • დროული და ჯეროვანი ანგარიშსწორება მომწოდებლებთან, კომპანიის თანამშრომლებთან სახელფასო მიმართულებით და საგადასახადო ორგანოებთან;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება, გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება და შესაბამის უწყებაში წარდგენა;
  • საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • ნებისმიერ ოპერაციაში უშუალო ჩართვა კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე;

პროფესიული მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel, Oris);
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა, საგადასახადო კოდექსის და Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mariam7beradze@gmail.com

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი
ნახვები 358
უნიკალური ნახვები 354