04 ივნ - 04 ივლ
სტანდარტი
მოლარე-კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1400
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია შპს "--აეა----" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლის კონსულტირება გადაწყვეტილების მიღებაში;
  • ორიენტირებულობა მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • კორპორატიული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა;
  • პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგებაში მონაწილეობის მიღება გუნდთან ერთად;

ძირითადი მოთხოვნები:
  • 1+ წელი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Office);
  • სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა.

ბენეფიტები :კვება

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • აკურატულობა და დეტალზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 10:00 – 18:00 სთ / შაბ- 11:00-17:00 სთ
ანაზღაურება: 1400 დან
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების ქ. №87

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: ----muhasebe@hotec.ge წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: „მოლარე-კონსულტანტი“
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე
ნახვები 1253
უნიკალური ნახვები 1120