04 ივნ - 01 ივლ
სტანდარტი
ადმინისტრატორი
თბილისი, ვერა, პეტრიაშვილის ქ.
  • მოქნილი გრაფიკი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577202040

საქართველოში ყველაზე დიდი სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელი ნიუ დენტი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ფილიალში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტების ვიზიტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და პაციენტის რეგისტრაცია;
  • პაციენტისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კლინიკაში არსებულ სერვისებთან, ფასებთან და ექიმებთან დაკავშირებით;
  • კლინიკაში დადგენილი წესით ფორმა 100-ის შევსება
  • ანგარიშსწორებაში პაციენტისათვის დახმარების გაწევა, ინვოისის გამოწერა და სხვა მსგავსი საკითხების მოგვარება;
  • ექიმებისათვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება
  • პაციენტებისთვის ვიზიტების შეხსენება. გამავალი ზარების განხორციელება.
  • კლინიკაში შემოსული ზარის დროული პასუხი. შესაბამისი ინფორმაციის გაცემა და კითხვებზე პასუხი. პაციენტის ჩაწერა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება
  • სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა.


უნარები და პიროვნული კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დისციპლინირებულობა.


ენები:

  • ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
  • ინგლისური (სასურველია);
  • რუსული (სასურველია)


სამუშაოს ადგილმდებარეობა: პეტრიაშვილის 32, თბილისი

სამუშაო გრაფიკი: 10:00-20:00 მდე; კვირაში რამდენიმე დღე

ანაზღაურება: 50 ლარი დღეში


დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV მეილზე: teagzirishvili20@gmail.com ან დაგვირეკეთ +995 577202040


სათაურში „ადმინისტრატორის“ მითითებით.

ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი
ნახვები 330
უნიკალური ნახვები 323