01 ივნ - 30 ივნ
სტანდარტი
ხარისხის კონტროლის მენეჯერი
თბილისი, დიდი დიღომი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1500
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 558457457
შპს “კონტა ფარმა" წარმოადგენს ქართულ ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც აწარმოებს მედიკამენტების იმპორტს და დისტრიბუხიას საქართველოს ბაზარზე EU GDP -ის სტანდარტების დაცვით (კარგი საწარმოო პრაქტიკა) .

ფარმაცევტული კომპანია "კონტა ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი , დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ N 16 ( გუდვილის მოპირდაპირედ).
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 დღე (შეთანხმებით); 10:00 - 17:00.
ანაზღაურება: 1000-1500 დამოკიდებულია კანდიდატის კომპეტენციებსა და სამუშაო გამოცდილებაზე

ძირითადი ფუნქციები:
  • ხარისხის მართვის სისტემის დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი ;
  • თანამშრომლებისთვის GDP სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისი ტრენინგების საჭიროების დადგენა და ორგანიზება;
  • ხარისხის განმსაზღვრელი სტანდარტებიდან გადახრების მართვა ;
  • ძირითადი პროცესების კონტროლი და რისკების მართვა;
  • გარემო პარამეტრების კონტროლი;
  • საკანონმდებლო სიახლეების და კომპანიის სიახლეთა გაცნობა და დანერგვა;
  • არასტანდარტული სიტუაციების შესახებ ხელმძღვანელის დროულად ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრი
  • მგავს სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)
  • ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ( ჩაითვლება უპირატესად)
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (word, excel)

ძირითადი მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროულად შესრულების უნარი;
  • სწავლასა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კორპორატიულ დაზღვევას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: quantapharma2@gmail.com და ველში "Subject" მიუთითოთ ვაკანსიის შესაბამისი პოზიცია, ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე +995 558457457.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

წარმოება/ოპერაციები
ხარისხის კონტროლი
ნახვები 362
უნიკალური ნახვები 356