30 მაი - 29 ივნ
სტანდარტი
კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეთ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს სთავაზობს. "ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...

ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #36
სამუშაო გრაფიკი: დღეში 7 საათი, (10:00-18:00 ან 14:00-22:00) დასვენება 2 დღე
ანაზღაურება: ფიქსი 800 ლარი + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:
  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

მოვალეობები:
  • მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის შესახებ;
  • მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
  • საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანა და ჯგუფების მიხედვით სექციებში განლაგება;
  • დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
  • დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი.

მოთხოვნები:
  • პროფესიული განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • თავაზიანობა;
  • აქტიურობა.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge .
გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება „კონსულტანტი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 220
უნიკალური ნახვები 220