30 მაი - 29 ივნ
სტანდარტი
ანაზღაურებადი სტაჟირება - იურისტის ასისტენტი
თბილისი
  • სტაჟირება
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
“ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროა საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა და IT მხარდაჭერა. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: „შარმ ტრეიდინგი“, „სუფთა სახლი”, „GDCC”, “შაბა“, „A Logistics Company”, “VitrA” და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.aacc.ge

AACC აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტის ასისტენტის პოზიციაზე

რას გთავაზობთ?
  • მრავალფეროვან პრაქტიკას;
  • პიროვნული და პროფესიული განვითარების რეალურ ინსტრუმენტებს;
  • კომფრტულ და სასიამოვნო სამუშაო სივრცეს/გარემოს;
  • კეთილგანწყობილ და მხარდამჭერ გუნდს;
  • სტაჟირების დასასრულს შრომის კონტრაქტით კარიერის გაგრძელების რეალურ შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება გასტანს 3-დან 6 თვემდე. სტაჟირების დასასრულს მოხდება იურისტის ასისტენტის ვაკანტურ პოზიციაზე დანიშვნის შეთავაზება კომპანიის მხრიდან;
  • სამუშაო ადგილი: პარტნიორი კომპანიის სათაო ოფისი (ქსნის ქუჩა #36, ღრმაღელის მეტროს მოპირდაპირედ).

მოლოდინები, მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იურიდიული მიმართულებით;
  • ადმინისტრაციულ/სამოქალაქო სამართალში პრაქტიკის/სტაჟირების გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად,
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა აუცილებელი,
  • დაგეგმვის უნარი - შესასრულებელი ამოცანების განსაზღვრა და დროში სწორად გადანაწილება,
  • აუცილებელია ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

ფუქნციები-მოვალეობები:
  • სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტების მომზადება;
  • სასამართლო და საარბიტრაჟო პრაქტიკის მომზადების პროცესში ჩართულობა და იურისტის ასისტირება;
  • სხვადასხვა სამართლებრივ პროცესებში ჩართულობა უშუალო ხელმძღვანელის მიერ დელეგირებული ფუნქციების საფუძველზე.

მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:
  • კომუნიკაბელურობა
  • პრეზენტაბელურობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა
  • პუნქტუალურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „იურისტის ასისტენტი/სტაჟირება“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია “ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები “ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
“ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით
გისურვებთ წარმატებას!
იურიდიული
იურისტის ასისტენტი/ მდივანი
ნახვები 651
უნიკალური ნახვები 645