13 ივნ - 28 ივნ
სტანდარტი
აფთიაქის მენეჯერის თანაშემწე
თბილისი, საბურთალო, ნუცუბიძის ქ.
სამედიცინო დაწესებულება
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას აფთიაქის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: საბურთალო, ნუცუბიძის I პლატო;
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობში სახარჯი მასალების, რეაგენტებისა და მედიკამენტების მიღება, შემოწმება და მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
  • მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალის მიღება-გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღნიშნული დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა;
  • მენეჯერის დახმარება შესყიდვების განყოფილებასთან ეფექტური კოორდინაციაციაში, მარაგების დროულად და შეუფერხებლად შევსების მიზნით;
  • მოთხოვნილი სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების დროულად გაგზავნა დაწესებულებებში;
  • ყოველთვიურად გეგმიური ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • უშუალო მენეჯერის მიერ საქმესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ფარმაცევტის/ ექთნის განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: newclinicvacancy@gmail.com და მიუთითეთ პოზიციის დასახელება „აფთიაქის მენეჯერის თანაშემწე“
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
ფარმაცია
ნახვები 204
უნიკალური ნახვები 203