27 მაი - 26 ივნ
სტანდარტი
დამხმარე ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1300
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სასტუმრო Passport აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე

სამუშაო დრო:
  • ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00
  • ხელფასი 1300 ლარი

მოვალეობები:
  • კომპანიის ბუღალტრის დახმარება ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო შესაბამისობის პროცესებში.
  • ყოველთვიური დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
  • კომპანიის ბუღალტრული საქმიანობის წარმოება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარ-ჩვევები:
  • შედეგებზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • ინფორმაციის მიღებისა და სწორად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობა.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy.passport@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "დი ეიჩ ემი"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით. თუ გსურთ შპს " დი ეიჩ ემ -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: personaldata.passporttbilisi@gmail.com . გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს " დი ეიჩ ემ" -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს დი ეიჩ ემ -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს დი ეიჩ ემ -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე
ნახვები 678
უნიკალური ნახვები 675