27 მაი - 23 ივნ
სტანდარტი
მზარეული/კომი შეფი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს ''ჯეოვაინ თრეიდინგ''-ი 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოში და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს გასტრონომიულ ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალთა ჯგუფის დახმარებით კომპანია ყოველწლიურად იზრდება და ნერგავს ახალ სტანდარტს. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი და შევუქმნათ სასიამოვნო გარემო.

კომპანიის ერთ-ერთი პროექტი, რესტორანი ''RESERVE'' აცხადებს ვაკანსიას მზარეულის (კომი შეფი) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება
  • სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა
  • კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი გამზადება
  • უზრუნველყოფა სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის.

საჭირო უნარები:
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კვებით უზრუნველყოფას.
  • სწავლებაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს

ანაზღაურება: 1200 ლარი
სამუშაო დრო: მცოცავი გრაფიკი, კვირაში 5 დღე (40 სამუშაო საათი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, 9 აპრილის #3

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sg@reservetbilisi.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება,
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეული
ნახვები 263
უნიკალური ნახვები 262