27 მაი - 23 ივნ
სტანდარტი
მონიტორინგისა და მართვის ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1450
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგისა და მართვის ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე:

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიპლექსის შემადგენელი ელემენტების (62 მიკროტალღური რადიოსარელეო ხაზი, 42 სატელევიზიო გადამცემი სადგური, 29დიზელგენერატორი, 47 UPS) დისტანციური მართვა და მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში;
  • მულტიპლექსპლატფორმის სათაო სადგურის (ჰედენდის) მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში სატელევიზიო კონტემტების („სტრიმების“) კომუტაცია და გადატვირთვა;
  • საქართველოს მასშტაბით მულტიპლექსპლატფორმის აპარატურის მტყუნების და ელექტროენერგიის მიწოდება-შეწყვეტის აღრიცხვა და ელექტრონულ ჟურნალში შეტანა, პლატფორმის მუშაობის ყოველდღიური ანალიზის შედეგების წარდგენა დანიშნულებისამებრ;
  • მონიტორინგის ცენტრში შემომავალი კვების ძაბვების მონიტორინგი და მართვა;
  • სათაო სადგურში განთავსებული ალტერნატიული(დიზელ-გენერატორები) და გარანტირებული( UPS) კვების წყაროების ექსპლუატაცია, მათი ტექნიკური ნორმებიდან გადახრის აღრიცხვა და ანალიზი;
  • სათაო სადგურში განთავსებული სატელიტური მიმღებ-გადამცემი სისტემების მონიტორინგი, მართვა.
  • სათაო სადგურში შემომავალი ვიდეო და აუდიო კომბინირებული სატრანსპორტო ნაკადების მონიტორინგი და მართვა;
  • ახალი დატვირთვების მიერთებისა და ფაზური დატვირთვების თანაბრად განაწილების მონიტორინგი;
  • გამზომი და საკონტროლო ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაცია.
  • კონტრაქტორი ორგანიზაციების ტექნიკური საშუალებების ოპერატიული მომსახურება, მონიტორინგი და მფლობელისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება;
  • რეგიონებში ამოქმედებული 110 არამომსახურებადი მიკრორეტრანსლატორის მონიტორინგი და ყოველდღიური ანალიზი, დაზიანებების აღრიცხვა და სათანადო სამსახურებისთვის მიწოდება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა მომხმარებლებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია სატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სატელეკომუნიკაციო სფეროში.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • პუნქტუალური
  • გაწონასწორებული
  • პრობლემის გადაჭრის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.
  • კეთილგანწობილი

განიხილებიან ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.
სამუშაო ადგილი თბილისი, ფუნიკულორის ზედა პლატო
სამუშაო დრო: ცვლიანობის განრიგი. 24 საათიანი ცვლა, 4 დღეში ერთხელ.

ანაზღაურება: 1450 (დარიცხული).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე vacancy@tvrcenter.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ოპერატორი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
ტელეკომუნიკაციების მართვა
ნახვები 528
უნიკალური ნახვები 528