31 მაი - 21 ივნ
სტანდარტი
ტრანსპორტის მენეჯერის თანაშემწე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „გიანთი ლოჯისტიკსი“ წარმოადგენს სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიას, რომელიც დაარსდა 2005 წელს. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით დაკომპლექტებული პერსონალი, მნიშვნელოვანი გამოცდილებით გადაზიდვის სფეროში, ასევე მზარდი ინვესტიციები სპეციალურ სატრანსპორტო აღჭურვილობებში, საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ სატრანსპორტო, საექსპედიტორო და ლოჯისტიკური მომსახურების სრული სპექტრი, როგორც საქართველოს, ევროპის, კავკასიის, ასევე შუა აზიისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. www.giantilogistics.ge
კომპანია „გიანთი ლოჯისტიკსი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ტრანსპორტის მენეჯერის თანაშემწე

აუცილებელი მოთხოვნები:
  • იდენტურ ან მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

თანამდებობრივი ვალდებულებები:
  • სატრანსპორტო საშუალებების ტექ-დათვალიერებების ვადის კონტროლი, ტექ-დათვალიერების დაგეგმვა და გატარების კონტროლი;
  • ფოტოსერთიფიკატების და ტაქოგრაფის სერტიფიკატის ვადის კონტროლი და ახალი სერთიფიკატების მომზადების უზრუნველყოფა;
  • ტენტიანი და მაცივარ- მისაბმელის ტექნიკური გამართულობის კონტროლი
  • ავარიის შედეგად დაზიანებული ტექნიკის შეფასებასთან დაკავშირებით კონტაქტი სადაზღვეოსთან და შესაბამის სერვის-ცენტრებთან;
  • ჩამოწერილი ტექნიკის შესაბამის დაწესებულებაში ჩაბარება, შეფასების კონტროლი და ინფორმაციის მიწოდება ფინანსური განყოფილებისთვის;
  • მანქანებისა და მისაბმელების ვიზუალური შემოწმება და შესაბამისი რეპორტის მომზადება, ყოველდღიური ჩეკლისტების წარმოება;
  • ოპერატორისგან მიღებული საბუთებითა და ინსტრუქციებით მძღოლების უზრუნველყოფა
  • ზეთებისა და საბურავების შეცვლის აღრიცხვა, შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • ახალი მძღოლების აღჭურვა ყველა საჭირო ნივთით (სპეც-ფეხსაცმელი, ჟილეტი, ჩაფხუტი, აფთიაქი, ცეცხლმაქრი, ციმციმა) და საბუთებით;
  • სატრანსპორტო განყოფილების უსაფრთხოების ინვენტარის კონტროლი, ვადების კონტროლი, საჭიროების შემთხვაში განახლება (ცეცხლმაქრების დატუმბვა, სამედიცინო ყუთების შევსება
  • რუსეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების ნებართვების (დაზვოლების) შეკვეთა და კონტროლი;

სამუშაო ადგილი:
ლილოს მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო დრო:
  • ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 სთ-მდე
  • შაბათი: 09:00-14:00
ხელფასი: აღნიშნულ პოზიციაზე სახელფასო განაკვეთი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: hr@giantilogistics.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკა
ნახვები 380
უნიკალური ნახვები 380