16 მაი - 15 ივნ
სტანდარტი
უმცროსი იურისტი
თბილისი, საბურთალო
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

გამოსაცდელი ვადა : 3 თვე (ანაზღაურებადი)

უმცროსი იურისტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

  • უცხოენოვან კონტრაქტებთან მუშაობა;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა ნორმატიული აქტების და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული დოკუმენტაციისა და დოკუმენტაციის პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ურთიერთობა და წარმომადგენლობა კომპანიის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით;
  • სხვა იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;

მოთხოვნები:

  • სასურველია ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
  • სამართლის ბაკალავრის ხარისხი.
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
  • სწრაფად ცვლად გარემოში მუშაობის უნარი;

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვებით უზრუნველყოფა.
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: chiaturmanganum@hotmail.com

და სათაურში მიუთითოთ უმცროსი იურისტი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

იურიდიული
იურისტი
ნახვები 201
უნიკალური ნახვები 197