16 მაი - 15 ივნ
სტანდარტი
საწყობის სუპერვაიზერი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამო
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „ზედაზენი 2012“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის სუპერვაიზერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობში შემოსული პროდუქციის კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად მითვლა და დასაწყობება;
  • მიღებული შეკვეთების დროულად და სრულყოფილად დატვირთვის კონტროლი;
  • დატვირთვის შემდეგ დარჩენილი არასრული პალეტების სწორად დახარისხება/დასაწყობების უზრუნველყოფა;
  • დატვირთვის შემდეგ დარჩენილი პროდუქციის საწყობის მენეჯერისთვის გადაბარების უზრუნველყოფა;
  • მიწოდების პროცესში, პროდუქციის უსაფრთხოების დაცვით, სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის სწორად განთავსების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ბაზის დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge -ზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2024 წლის 11 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 76
უნიკალური ნახვები 74