16 მაი - 14 ივნ
სტანდარტი
ღვინის მაღაზიის კონსულტანტი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
Tourinvest Group აცხადებს ვაკანსიას ღვინის მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე

Tourinvest Group 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ $ -ს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპის პროექტების ფარგლებში დაახლოებით 600-მდე ადამიანია დასაქმებული.
ჩვენ გუნდი ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე. პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. გუნდი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მოახდინოთ საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის ეფექტური მომსახურების გაწევა;
  • მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
  • ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, დასახლება ფერია
  • სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების პირველი დღიდან
  • 50 %–იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
  • 70 %-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა „არგო“-ზე
  • ფასდაკლებას რესტორან ,,არგო“- ში
  • ანაზღაურებად შვებულებას ბავშვის მოვლის გამო
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: https://b24-8gb7qt.bitrix24.site/crm_form_aojxv/
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ღვინის მაღაზიის კონსულტანტი , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 149
უნიკალური ნახვები 140