15 მაი - 03 ივნ
სტანდარტი
მტვირთავი
თბილისი, ლილო, კახეთის გზატკეცილი (ლილო)
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 591 12 83 61
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამუშაოს დაწყებამდე საჭირო ინვენტარის მომზადება;
  • სავსე ყუთების შეფუთვა, პალეტებზე დალაგება და პალეტების გადაადგილება შესაბამის ლოკაციებზე;
  • საკუთარი სამუშაო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის კონტროლი;
  • ძირითადი მოთხოვნები:
  • სამუშაოს შესრულების სისწრაფე;
  • ოპერატიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:
  • გრაფიკი: სრული - წარმოების პროცესის შესაბამისად;
  • ტრანსპორტირება საღამოს საათებში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - მტვირთავი.
კითხვების შემთხვევაში ან აპლიკაციის შესავსებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე - +995 591 12 83 61 ან +995 32 2 241 241.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2024 წლის 2 ივნისი.

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 42
უნიკალური ნახვები 36