ღამის ცვლის რეგისტრატორი

თარიღები: 30 სექ - 19 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 500
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@kmm.ge
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მიმღები (Front Office)

სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის რეგისტრატორის პოზიციაზე:

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
  •  სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება
  •  სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება
  •  გახსნილი, გულწრფელი, ნდობით აღსავსე და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება
  •  სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
  •  სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სქესი - მდედრობითი; 
  • ასაკი 18 - 30 წლამდე; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) 
  • აუცილებელია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • სასტუმროსთან დაკავშირებული სხვა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

 

პიროვნული თვისებები:

  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
  • პრეზენტაბელური გარეგნობა
  • მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა
  •  მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • კვებით უზრუნველყოფას

 

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტეხის I შესახვევი N10

ანაზღაურება: 500 ლარი ფიქსირებული + საბონუსე დანამატი

 


სამუშაო გრაფიკი:

რეგისტრატორი (ღამის ცვლა):

ყოველ მესამე დღეს საღამოს 6 საათიდან დილის 9 საათამდე

 
თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@kmm.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("რეცეფციონისტი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

სასტუმრო KMM გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
Guest Relation Agent in Borjomi

სასტუმრო ბორჯომი ლიკანი


25 სექ - 24 ოქტ

Hotel Receptionist

Hotel Costé


03 ოქტ - 01 ნოემ

Receptionist

სასტუმრო ტიფლის პალასი


13 ოქტ - 11 ნოემ

Waiter/Waitress/Hostess In Doha, Qatar

Alhazm mall


04 ოქტ - 02 ნოემ

მიმტანი/ჰოსტესი

Yonli International Group


17 ოქტ - 15 ნოემ

მიმტანი/ჰოსტესი გუდაურში

STS Hospitality Service Georgia


02 ოქტ - 31 ოქტ

მიმღები-რეგისტრატორი/სუპერვაიზერი გუდაურში

STS Hospitality Service Georgia


02 ოქტ - 31 ოქტ