14 მაი - 12 ივნ
სტანდარტი
გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • 1500
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • მართვის მოწმობაB
  • რუსული,თურქული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"კავკასფექი" - ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

პირობები:
  • ლოკაცია: ქ. რუსთავი, დავით გარეჯის ქუჩა N 30;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით. (შაბათს დისტანციურად);
  • სამუშაო საათები: 08:00 სთ-დან 17:00 სთ-ის ჩათვლით;
  • გამოსაცდელი პერიოდი: არაუმეტეს 6 თვისა;
  • ანაზღაურება: 1500 ლარი (net);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება- გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წელი;
  • განიხილება გამოუცდელი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების კურსდამთავრებული;
  • 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Microsoft Office (Word, Excel, Power Point)-საშუალო დონეზე;
  • ბიზნეს ანალიტიკური უნარი;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • კარგი კომუნიკაცის უნარი როგორც ვერბალური, ისე წერილობით;
  • ინგლისური ენის ცოდნა - B2;
  • რუსული და თურქული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • "B" კატეგორიის მართვის მოწმობა - სასურველია;

სამუშაო აღწერილობა:
  • ზედნადებების გამოწერა;
  • ინვოისების შედგენა;
  • მონაცემების ERP ბაზაში შეყვანა, რეპორტის გენერირება და შეკვეთების მონიტორინგი;
  • CRM ბაზის ინფორმაციის განახლება მომხმარებლებზე, გაყიდვებსა და ტრანზაქციებზე;
  • შემოსული შეკვეთების საფუძველზე მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვაში ლოგისტიკის დეპარტამენტთან მჭიდრო კავშირი;
  • საექსპორტო პროდუქციისთვის შესაბამისი საბუთების მომზადება და შეკვეთების მონიტორინგი;
  • დაეხმაროს ასევე შესყიდვების გუნდს მომწოდებლებთან წერილობით კომუნიკაციაში;
  • მომხმარებლებთან კატალოგების, წარმოშობის ან ხარისხის სერთიფიკატების და სხვა საჭირო მასალის გაზიარება;
  • ოფისის ტელეფონზე შემოსული ზარების, სოციალურ ქსელებში შემოსული შეტყობინების და ორგანიზაციის მეილზე შემოსული წერილის პასუხის გაცემა;
  • დაეხმაროს გაყიდვების გუნდს საჭირო მასალების მომზადებასა და შეკვეთაში, როგორიცაა ბიზნეს ბარათები, კატალოგი, ბროშურა, სამუშაო ტანსაცმელი და სხვა;

პიროვნული თვისებები:
  • მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა;
  • თანმიმდევრული და ორგანიზებული;
  • ძლიერი და დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • გუნდური;
  • ენერგიული;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • პუნქტუალური;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე კონცენტრირებული;

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული სატელეფონო პაკეტი;
  • ტრენინგები პროფესიონალური განვითარებისთვის;
  • ტრანსპორტირება თბილისიდან;
  • FitPass;

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: hr@caucaspack.com კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 91
უნიკალური ნახვები 88