13 მაი - 12 ივნ
სტანდარტი
ექთანი ფლებოტომისტი
თბილისი
სამედიცინო დაწესებულება
  • სრული განაკვეთი
  • პროფესიული კოლეჯი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას ექთანი ფლებოტომისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
ანაზღაურება - შეთანხმებით;

ძირითადი ფუნქციები:
  • ლაბორატორიული კვლევებისთვის გამოსაკვლევი მასალის აღება (სისხლი ვენიდან);
  • კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
  • სამუშაო გამოცდილება ფლებოტომიის მიმართულებით;


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: newclinicvacancy@gmail.com სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ექთანი ფლებოტომისტი“.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა

სამედიცინო
ლაბორატორია/პათოლოგია
ნახვები 66
უნიკალური ნახვები 62