13 მაი - 12 ივნ
სტანდარტი
ექთანი
თბილისი, საბურთალო
სამედიცინო დაწესებულება
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მაღალი სტანდარტების მქონე ახალი სამედიცინო ცენტრი/სამშობიარო სახლი აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე სხვადასხვა განყოფილებებში.
კლინიკა აღჭურვილია უახლოესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღვალკვალიფიციური თანამშრომლებით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: 8 და 16 საათიანი მორიგეობები;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)
  • ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე;
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: newclinicvacancy@gmail.com, მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთანი“ და თქვენთვის სასურველი მიმართულება .
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
მედდა
ნახვები 46
უნიკალური ნახვები 44