13 მაი - 12 ივნ
სტანდარტი
უმცროსი მენეჯერი
თბილისი
სამედიცინო კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • 1000
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,
ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო განრიგი: 09:00 – 17:00; 09:10 – 17:30, დამატებით სამუშაო დღე, მორიგეობით, ყოველი მესამე შაბათი - 10:00 – 14:00

ძირითადი ფუნქციები:
  • განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია;
  • პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, საგარანტიო წერილების გააქტიურება;
  • პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
  • პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
  • სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენა - B1 დონეზე
  • MS Office - სამომხმარებლო დონეზე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: newclinicvacancy@gmail.com (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „უმცროსი მენეჯერი“

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 212
უნიკალური ნახვები 202