13 მაი - 12 ივნ
სტანდარტი
ხელსაწყოების დაკალიბრება/შემოწმების სპეციალისტი
თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს ,,მეტროლოგი“ აცხადებს კონკურსს ხელსაწყოების დაკალიბრება/შემოწმების სპეციალისტის ვაკანსიაზე.

მოთხოვნები:
  • განათლება – სასურველია ტექნიკური განხრით;
  • მუშაობის გამოცდილება – გაზომვის საშუალებებთან, მოწყობილობებთან, ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილების არსებობა.

პირადი თვისებები:
  • კომუნიკაბელური;
  • უკონფლიქტო;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • წესრიგის მოყვარული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა სახის გაზომვის საშუალებების (მათ შორის მექანიკური, ელექტროტექნიკური და სხვა სახის ხელსაწყოების) შემოწმება/დაკალიბრება არსებული პროცედურების მიხედვით.
  • შესაბამისი ჩანაწერების წარმოება, კომპიუტერის საშუალებით დადგენილი ფორმის დოკუმენტების აწყობა.
  • ტექნიკური სახის ლიტერატურასთან მუშაობა.
  • ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება შესასრულებელი საქმიანობის შესწავლა.

სამუშაო: სრული განაკვეთი. 09:00-18:00. ორშაბათი - პარასკევი.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 191. პერიოდული მივლინებებით შესასრულებელი ხელშეკრულებების მიხედვით.
მართვის მოწმობა – გთხოვთ, მიუთითოთ გაქვთ თუ არა მსუბუქი ა/მანქანის მართვის მოწმობა.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: nmachitidze@yahoo.com .
გთხოვთ, დროულად გამოაგზავნოთ თქვენი CV, ვინაიდან კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს შემოსული განაცხადების მიხედვით.
წარმოება/ოპერაციები
ბეჭდვა/დაკაბადონება/გამომცემლობა
ნახვები 106
უნიკალური ნახვები 97