13 მაი - 11 ივნ
სტანდარტი
ბუღალტერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 4000
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “ბათუმი გარდენ ქიი”, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე, ქ. ბათუმში. (სრული განაკვეთი)
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ბუღალტრული დოკუმენტაციის გაფორმება.
  • გააკონტროლოს სამეურნეო მოვლენების კანონიერება და სათანადო დოკუმენტების დროულად და სწორად გაფორმება;
  • ხელფასების და გადასახადების აღრიცხვა.
  • უზრუნველყოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა;
  • მონაწილეობა მიიღოს კომპანიაში დაგეგმილ ინვენტარიზაციის პროცესში, განახორციელოს შედარებები, სხვა საკონტროლო ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში, უქმე დღეებშიც უზრუნველყოს გადაუდებელი სამუშაოების შესრულება, რომლის დროულმა შეუსრულებლობამ შეიძლება მატერიალური ზიანი მიაყენოს ფირმას;
  • შეასრულოს ხელმძღვანელის სხვა მითითებები.უშუალო ხელმძღვანელის დახმარება და მისი მითითებით ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით.
  • აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება .

სხვა მოთხოვნები:
  • სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:
  • ანაზღაურება 4000-ლარიდან.
  • სამუშაო გრაფიკი - სრული.
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ივნისი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე : Hr@onedev.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ბუღალტერი ბათუმი“ .
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 337
უნიკალური ნახვები 318