10 მაი - 09 ივნ
სტანდარტი
ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
wegroup-ი საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების ბაზარზე, მაღაზიების ქსელებით MANDARINA და REDBERRY. კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად
ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს.
wegroup-ი აცხადებს შერჩევას ვიდეო მონიტორინგის ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის N129.
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 სთ.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამეთვალყურეო კამერების მონიტორინგი;
  • ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
  • თანამშრომელთა მხრიდან მომხმარებელთან ურთიერთობის, ჩაცმის ეტიკეტისა და ქცევის სტანდარტების ვიდეო მონიტორინგი;
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვიდეო მონიტორინგი;
  • კომპანიის შინაგანაწესის, პროცედურების, პოლიტიკებისა და ინსტრუქციების დარღვევების იდენტიფიცირება.
  • რისკების დადგენა;
  • რეპორტინგი;
  • დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება და დაარქივება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Excel) ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/48g4WHa და გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV. კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.

გისურვებთ წარმატებებს!
უშიშროება/დაცვა
ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
ნახვები 188
უნიკალური ნახვები 181