10 მაი - 09 ივნ
სტანდარტი
ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
wegroup-ი საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების ბაზარზე, მაღაზიების ქსელებით MANDARINA და REDBERRY. კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს.

wegroup-ი აცხადებს შერჩევას ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა.

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის N129.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 სთ.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობში საქონლის და მატერიალური ფასეულობების შენახვისა და გაცემის პროცესში დახმარება;
  • იმპორტირებული სამკაულების დასაწყობება;
  • მაღაზიების სამკაულებით და მათი შესაფუთი მასალებით რეგულარული მომარაგების უზრუნველყოფა;
  • ფილიალების აღწერა წინასწარ დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად;
  • ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა;
  • წუნდებული პროდუქციის პერიოდული აღრიცხვა;
  • საწყობში წესრიგისა და სისუფთავის კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • გამოცდილება მარაგების აღწერაში, ნაშთებისა და საჭირო დოკუმენტების მომზადების კონტროლში;
  • უპირატესობად ჩაითვლება მარაგების მართვისთვის განკუთვნილ პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება/ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Excel) ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: http://bit.ly/40DIO75
და გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV.
კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.
გისურვებთ წარმატებებს!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკა
ნახვები 207
უნიკალური ნახვები 200