08 მაი - 07 ივნ
სტანდარტი
HR თანაშემწე / ოფის-მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1500
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს ელვარე (www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას HR თანაშემწის/ოფის-მენეჯერის პოზიციაზე

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე.
კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ზედმიწევნით ყურადღებიან ადამიანს, რომელიც უზრუნველჰყოფს მიმდინარე საოფისე ფუნქციებისა და კადრების მართვის დეპარტამენტში თანაშემწის მოვალეობების შესრულებას.

რას გააკეთებ?
  • თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა შვებულებების/ბიულეტენის/დოკუმენტაციის წარმოება და ორგანიზება;
  • კადრების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება (განცხადების განთავსება დასაქმების საიტებზე/გასაუბრების საწყისი ეტაპის წარმართვა და ა.შ.);
  • შიდა კორპორატიული ივენთების ორგანიზება;
  • ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება და ორგანიზება;
  • ნოტარიული თარგმანებისა და დამოწმებების ორგანიზება;
  • მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმება;
  • საკანცელარიო ინვენტარის/სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი და შესყიდვების მენეჯერთან შეკვეთის განხორციელება;
  • მივლინებებთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
  • კომპანიაში საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სტუმრების დახვედრისა და განთავსების ორგანიზება.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • MS Office-ის სრულყოფილ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

გეძებთ შენ, თუ გაქვს:
  • სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ხართ პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური და ინიციატივიანი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 09:00 სთ.-დან – 18:00 სთ.-მდე;
  • კვება/ტრანსპორტირება;
  • სამ თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ქვემო ალექსეევკის დასახლება;
  • ანაზღაურება: 1200 – 1500 ლარი (გამოცდილების მიხედვით).

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: info@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე,
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები 556
უნიკალური ნახვები 512