07 მაი - 06 ივნ
სტანდარტი
რედ ბულის სტუდენტ მარკეტერი
თბილისი
  • ნახევარი განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საქართველოში რედ ბულის ოფიციალური დისტრიბუციის პარტნიორი, შ.პ.ს „გაგრა პლუსი“, ეძებს Student Marketeer-ს Red Bull-ის გუნდისათვის.

Red Bull Student Marketeer-ებს უდიდესი წვლილი მიუძღვით Red Bull-ის დინამიკური და აღმაფრთოვანებელი სამყაროს ფორმირებაში. Student Marketeer-ებს შეუძლიათ Red Bull-ის სამიზნე აუდიტორიის ამოცნობა, რის შემდეგაც ისინი იწყებენ ბრენდის იმიჯისა და პროდუქტის ცნობადობის ამაღლებას კამპუსსა (უნივერსიტეტი) და რეგიონებში. Student Marketeer-ის მთავარი მიზანია აღმოაჩინოს ახალი მომხმარებლები, გაახალისოს უნივერსიტეტის სტუდენტები, გაზარდოს გაყიდვები და მართოს Red Bull-ის ბრენდი კამპუსზე. ყველა ზემოთ აღნიშნული კომპონენტის გათვალისწინებით, Student Marketeer-ებს მოიხსენებენ როგორც ბრენდის ამბასადორებს.


სტუდენტ მარკეტერის პოზიციაზე მუშაობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ თქვენს პროფესიულ ზრდას, არამედ მოგცემთ იმის შანსსაც, რომ გაატაროთ საუკეთესო დრო! აღნიშნული პოზიცია გთავაზობთ როგორც თქვენი ძლიერი მხარეების აღმოჩენასა და დახვეწას, ასევე გამოცდილების დაგროვებას გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.


ძირითადი მოთხოვნები:

  • ბაკალავრიატის სტუდენტი (უპირატესობა მიენიჭებათ მეორე-მესამე კურსის სტუდენტებს)
  • მოქმედი მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება (აუცილებლად)
  • პრეზენტირების კარგი უნარები
  • თავდაჯერებულობა და კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის შეგრძნება
  • შრომისმოყვარეობა


დამატებითი ინფორმაცია:

  • ნახევარი სამუშაო განაკვეთი
  • საჭიროების შემთხვევაში რეგიონებში გამგზავრება


გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: - elene.davitadze@redbull.com სათაურის ველში (subject) მიუთითეთ Red Bull Student Marketeer - წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტოლოგი
ნახვები 193
უნიკალური ნახვები 188
მსგავსი განცხადებები