02 მაი - 01 ივნ
სტანდარტი
ბუღალტერი
თბილისი, მთაწმინდა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს რესტოსოფტი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი;
  • განათლება - ბაკალავრი;
  • საბუღალტრო პროგრამის ბალანსის ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად;
  • ექსელის ცოდნა - საშუალო დონეზე;
  • აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა.

სამუშაოს აღწერილობა:
  • საბანკო ოპერაციების გატარება;
  • სალაროს მოძრაობის გატარება;
  • შესყიდვების გატარება;
  • დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
  • ბრუნვითი უწყისის გავლა და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთის უზრუნველყოფა;
  • დარიცხვების და ჩამოწერების გატარება პროგრამაში;
  • ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
  • მთავარი ბუღალტრის მეთვალყურეობის ქვეშ დეკლარაციების მომზადება;
  • კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მომხმარებელთან საკომუნიკაციო ინსტრუქციების დაცვა;
  • მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • მთავარი ბუღალტრის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: contact@restosoft.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 303
უნიკალური ნახვები 276