01 მაი - 31 მაი
ვიპ
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1500
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საერთაშორისო IT კომპანია Nugios Systems აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტს პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროგრამის ფუნქციონალის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • პროგრამის შემოწმებისთვის სცენარების მომზადება, მათი მიხედვით სისტემის შემოწმება;
  • შეცდომების აღმოჩენა და რეგისტრაცია;
  • აღმოჩენილი შეცდომების აღწერა და მათი პროგრამისტისთვის ახსნა;
  • პროგრამისტის მიერ გასწორებული შეცდომების გადამოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ვებ - აპლიკაციების ტესტირების, ან მისი მხარდაჭერის მიმართულებით გამოცდილება
  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.

ზოგადი მოთხოვნები
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
  • კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები
  • შეთანხმებული ვადების მკაცრად დაცვა
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი მიდგომა
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
  • ანაზღაურება - 1000-1500 ლარი ხელზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nugios.com . ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://nugios.com/
გისურვებთ წარმატებას!

შეტყობინება: "ნუგიოს სისტემსი" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ნუგიოს სისტემსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი შესაბამისი ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, კომპანიამ შესაძლოა, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ნუგიოს სისტემს" მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება;
"ნუგიოს სისტემს" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ნუგიოს სისტემში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ნუგიოს სისტემში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://nugios.com/

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ვებ-პროგრამისტი
ნახვები 445
უნიკალური ნახვები 429