01 მაი - 31 მაი
სტანდარტი
ფინანსური მენეჯერი
თბილისი
კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • ჯგუფში შემავალი კომპანიების ფინანსური მართვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • მმართველობითი აღრიცხვის ფორმირება და წარმოება: შემოსავლების და ხარჯების ბიუჯეტირება, ფულადი სახსრების მოძრაობის ბიუჯეტირება კომპანიისთვის, მათ შორის ფილიალების ჩათვლით;
  • კომპანიის განყოფილებების მუშაობის შედეგების ანალიზის ჩატარება და საქმიანობის გაუმჯობესების რეკომენდაციების შედგენა, ანგარიშგების განმარტებითი ჩანაწერები (გადახრების გამომწვევი მიზეზების ანალიზი);
  • ფინანსური პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტური კონტროლის სისტემების დანერგვა;
  • კომპანიის ფულადი ნაკადების მართვა - წლიური, ყოველთვიური, ყოველდღიური გადახდის განრიგის შედგენა;
  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და ლიკვიდურობის მონიტორინგი და ანალიზი, მისი აქტივების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  • Excel - ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • სააღრიცხვო პროგრამა 1C ცოდნა;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: outsource.vacancy@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური მენეჯერი
ნახვები 213
უნიკალური ნახვები 205