30 აპრ - 30 მაი
სტანდარტი
კომი შეფი
თბილისი, ვერა
  • სრული განაკვეთი
  • 1000
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995592256111
სასტუმრო Artizan Design Hotel © აცხადებს ვაკანსიას კომი შეფის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • შეფებისთვის დახმარების გაწევა;
  • კერძის მოსამზადებელი ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
  • "მიზანპლასის" მომზადება;
  • შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
  • ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება;
  • სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
  • სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი.

საჭირო უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

ანაზღაურება და პირობები:
  • 1 000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
  • გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 1 საათი დასვენება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვებით უზრუნველყოფა;
  • უნიფორმით უზრუნველყოფა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12 ( ვერის უბანი )

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com
საკონტაქტო ნომერი: +995592256111 ქეთა
გთხოვთ პოზიციის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "არტიზანმა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
შეფ-მზარეული
ნახვები 109
უნიკალური ნახვები 107