30 აპრ - 30 მაი
სტანდარტი
ტექნიკოსის დამხმარე
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 1000
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!
Tourinvest Group აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის დამხმარეს პოზიციაზე
Tourinvest Group 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ $ -ს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპის პროექტების ფარგლებში დაახლოებით 600-მდე ადამიანია დასაქმებული.
ჩვენ გუნდი ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე. პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. გუნდი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მოახდინოთ საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის მიღება დასაწყობება.
  • ტექნიკოსების სამუშაოების მიმდინარეობისას ფიზიკური დახმარება.
  • ტექნიკოსების მიერ მითითებული სამუშაოების შესრულება.

თქვენ ისარგებლებთ განსაკუთრებული ბენეფიტებით:
  • 50 %–იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
  • ფასდაკლება ბათუმში გასართობ საბაგირო გზა „არგო“-ზე;
  • ფასდაკლება რესტორან ,,არგო’’-ში;
  • ჯამრთელობის დაზღვევა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად:
  • ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით წელიწადში;
  • ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეების ანაზღაურება;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.№40/ნ.დუმბაძის ქ.№2
  • სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
  • ანაზღაურება: 1000 ლ

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე:career@tourinvestgroup.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტექნიკოსის დამხმარე“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ენერგეტიკა
ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
ნახვები 256
უნიკალური ნახვები 247