26 აპრ - 25 მაი
სტანდარტი
სარწყავი სისტემების სუპერვაიზერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1500
  • მივლინება
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "Farmway" არის სასოფლო-სამეურნეო კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის სფეროში. ჩვენ ვუზრუნველყოფთ აგროპროექტების დაგეგმვას, პროფესიონალურ კონსალტინგს, სპეციალურად გადამზადებულ ინჟინერთა და აგრონომთა ჯგუფს, ბაღების დიზაინს, პროექტის სისრულეში მოყვანას, მოვლას და მოსავლის რეალიზებას.


ჩვენ ვეძებთ გამოცდილ სარწყავი სისტემის სუპერვაიზერს, რომელიც ზედამხედველობს გაუწევს სარწყავი სისტემების ინსტალაციას, შენარჩუნებას და პროექტის სწორად წარმართვას. როლი მოიცავს ხშირ მოგზაურობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, აქედან გამომდინარე აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა.


ძირითადი მოვალეობები:

  • სარწყავის სისტემების მონტაჟისა და შეკეთების მეთვალყურეობა.
  • პროექტის მენეჯერებთან თანამშრომლობა ეფექტური სარწყავი სტრატეგიების განსახორციელებლად.
  • სარწყავი პროექტების ჩაბარება ვადებისა და შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით.
  • ტექნიკურ ჯგუფთან კოორდინირებულად და ურთიერთშეთანხმებულად მუშაობა.


მოთხოვნები:

  • წყლის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
  • მართვის მოწმობა


პიროვნული თვისებები:

  • ძლიერი კომუნიკაციის უნარი.
  • შრომისმოყვარეობა
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • სირთულეების დაძლევის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ანაზღაურება საწყისი ეტაპისთვის საგამოცდო პერიოდის (3 თვის) ვადაში 1000 ლარი, შემდეგ 1500 ლარი.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე elene@netafim.ge

სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.


ინჟინერია
სისტემური პროცესების ინჟინერი
ნახვები 220
უნიკალური ნახვები 212