02 აპრ - 02 მაი
სტანდარტი
პრომოუტერი
ბათუმი, ბაგრატიონის უბანი, შავშეთის ქუჩა
  • მოქნილი გრაფიკი
  • 600 + ბონუსი
  • საშუალო განათლება
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995555645177

ახალგაზრდა და დინამიური კომპანია შპს “ტრიტონ”-ი დაარსდა 2015 წელს საქართველოში და არის ცნობილი ევროპული და ამერიკული ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიაში, როგორიცაა: Fiskars, Gerber Gear, Morakniv, VARTA, Kershaw, SOG, Zero Tolerance, CRKT, Nitecore, Schneider Electric, Vilma და Simon. შპს “ტრიტონ”-ი წლების განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოს უდიდეს ჰიპერმარკეტებთან და უზრუნველყოფს საქართველოს ბაზრის მუდმივ განვითარებას. ასევე, ანხორციელებს მეზობელი ქვეყნების მაღაზიათა ქსელების პროდუქციით მომარაგებას.

შპს “ტრიტონ”-ი აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე კომპანიის პარტნიორ მაღაზიაში შპს "გორგია"-ში (Gorgia) (მის. ქ.ბათუმი, შავშეთის ქ. 27).

  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

სამუშაოს აღწერა:

თქვენ იქნებით ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი გორგიას ფილიალში, გაუწევთ მომხმარებელს კონსულტაციებს ჩვენი პროდუქციის შესახებ და დაეხმარებით პროდუქტის შერჩევაში, რათა გაზარდოთ გაყიდვები.


ფუნქციები და მოვალეობები:

  • სამუშაო დროს იმყოფებით დომინოში ჩვენი სტენდის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • პროდუქციის სპეციფიკაციის და უპირატესობების ცოდნა და სათანადო კონსულტაციის გაწევა მომხმარებლისთვის.
  • იცავთ სტენდის წესრიგს.
  • იღებთ მონაწილეობას პროდუქციის მიღებასა და დალაგებაში (მერჩენდაიზინგი).


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • გამართული და დახვეწილი კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური);
  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო განრიგი და ხელფასი:

  • 11:00-19:00 (1სთ შესვენება)
  • 4 დღე კვირაში (3 ნებისმიერი დღე დასვენება, შაბათ-კვირის გარდა).
  • 600 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.


დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მითითებულ მისამართზე: info@knifeandtools.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 645 177

გისურვებთ წარმატებებს!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
სარეკლამო აგენტი
ნახვები 142
უნიკალური ნახვები 134
მსგავსი განცხადებები
ბათუმი, ქუთაისი, გორი