17 აპრ - 02 მაი
სტანდარტი
სერვისის სუპერვაიზერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599377622
"9 მთა" პირველი კრაფტ ლუდის სივრცეა თბილისსა და ბათუმში. ლუდის ნაირსახეობებთან ერთად, ბარში სტუმრებს მავალფეროვან კერძებსაც ვთავაზობთ.
ქართული კრაფტ ლუდი "9 მთა"-ს უნიკალურობა, მის ხელით შექმნაში მდგომარეობს.
"9 მთა" ლუდი პირველად ნორვეგიაში შეიქმნა. ბრენდის მიზანი, ქართული ლუდის სამყაროს დახვეწა, გამრავალფეროვნება და საქართველოში კრაფტ ლუდის კულტურის ჩამოყალიბებაა.

ბარი 9 მთა აცხადებს ვაკანსიას თბილისში სერვისის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ანაზღაურება თვეში: 1500 ლარი გრაფიკი 5 დღე 9 საათიანი, 2 დღე დასვენება

ძირითადი მოვალეობები:
  • კვების ობიექტებზე სასმელებისა და კვების დეპარტამენტში არსებული სტანდარტით სერვისის უზრუნველყოფა და სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;
  • სტუმრებისაგან შეკვეთის მიღება და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • კვების ობიექტის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა
  • მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
  • მარაგების კონტროლი და მონიტორინგი;
  • მომსახურების სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა;

საჭირო უნარები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
  • სასმელებისა და კვების მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • სარესტორნო საოპერაციო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • კვებით და ტრანსპორტით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ,მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: mshvildadzemariam@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე +995 599377622
სასტუმრო/რესტორანი/კვება
სერვისის მენეჯერი
ნახვები 246
უნიკალური ნახვები 232