29 მარ - 28 აპრ
სტანდარტი
ღამის ცვლის მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
Airbet აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ღამის ცვლის მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

Ჩვენს შესახებ:
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "Airbet"-ში, რომელიც გახლავთ ქართულ ტექნოლოგიური ინდუსტრიის კომპანია, პარტნიორი ევროპისა და ამერიკის კონტინენტზე არსებული მოწინავე კომპანიების. ჩვენ სპეციალიზირებულნი ვართ iGaming ინდუსტიაში. ამჟამად, ვეძებთ ნიჭიერ და გამოცდილ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტებს, რომლებიც შეუერთდებიან ჩვენს დინამიურ და სწრაფად მზარდ გუნდს.

პასუხისმგებლობები:
  • სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება მომხმარებელთა შეკითხვებზე, ელექტრონული ფოსტისა და ჩეთის საშუალებით.
  • მომხმარებლისთვის დახმარება და პრობლემების აღმოფხვრა.
  • მომხმარებელთა პრობლემების გადაჭრის პროცესებში დაკვირვება, მათი კმაყოფილების უზრუნველსაყოფად.ყველა ურთიერთქმედების დარეგისტრირება და ზუსტი ჩანაწერების შენახვა მომხმარებელთა შეკითხვებისა და რეზოლუციების შესახებ.
  • გუნდის სხვა წევრებთან თანამშრომლობა, რთული საკითხების ესკალაციისა და ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებების უზრუნველსაყოფად.
  • განახლებული ინფორმაციის ფლობა პროდუქტის/მომსახურების შეთავაზებების შესახებ.
  • კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების დაცვა, მომხამრებლისთვის განსაკუთრებული მომსახურების მიწოდების მიზნით.

მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის ფლობა B2-C1 დონეზე.
  • გამოცდილება მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის ან მსგავს პოზიციაზე IGaming სფეროში.
  • შესანიშნავი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები.
  • სწრაფი ტემპის პირობებში დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.
  • პრობლემების გადაჭრის ძლიერი უნარები და პროაქტიული მიდგომა.
  • ღამის ცვლაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • ახალი პროგრამული აპლიკაციებისა და სისტემების სწრაფად ათვისების უნარი.

უპირატესობები:
  • კონკურენტული ხელფასი და ბონუსი.
  • კომპანიის შიგნით კარიერული ზრდისა და წინსვლის შესაძლებლობები.
  • დამხმარე და ინკლუზიური სამუშაო გარემო, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას და პროფესიულ განვითარებას.
  • სამუშაო საათები: 00:00 - დან 08:00 - მდე.

ჩვენ გვჯერა პოზიტიური და ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს ხელშეწყობისა. თუ მიისწრაფვით განვითარებისკენ და გინდათ ინოვაციურ პროექტებში თქვენი წვლილის შეტანა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო მისამართზე
https://airtable.com/appLILPEvOgw3Uqu4/pagnx9yCpP7BeYoPV/form
ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ ტალანტებს ჩვენს Airbet-ის ოჯახში!

გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 161
უნიკალური ნახვები 152